შენამდე
შენამდე არასდროს არც ერთ გზას მოვყავდი, ზღვები დიდდებოდნენ და ქროდნენ ქარები, სულში ტკივილებად იმდენად მომრავლდი ცრემლით დამიგუბდა დამშრალი თვალები. შენამდე ვერასდროს ვერაფრით მოვედი, რას აღარ ვეცადე და არ გამოვიდა, ყელამდე ჩავეშვი ტკივილის მორევში და გადაქანცულს სიკვდილი მომინდა. ვერაფრით ვუშველე შენს დაღლილ თვალებს და ვერაფრით ვუწამლე შენს ათას იარას, ვერასდროს დავეცი შენს გულის კარებთან, თუმცაღა უაზროდ ბევრი გზა ვიარე. ვერასდროს გაგითბე დამსკდარი ხელები, ვერაფრით შეგივსე მე სიცარიელე, ვგრძნობ რომ ნელ-ნელა გზაში ვეცემი, მაგრამ ამავდროს ვინ დაიჯერებს. გადამეღალა ყველა ნერვი და ვერასდროს ვერაფრით მოვედი შენამდე, რა შორი მანძილი ყოფილა ჩემიდან, რა მცირე მანძილი ყოფილა ჩემამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი