შიშველ სხეულზე...


იხვევს ჩემს გამოფიტულ თითებს,
ღიმილნარევი სახით ოდნავ ღრმა ნაფაზს არტყამს,
ჩურჩულით ამბობს რომ სურს ჩემს ცხელ სხეულზე იწვეს
და გააფთრებულ ვნებას წამითაც აღარ მალავს.
ვგრძნობ მთელი ძალით უთრთის გამოძერწილი ტანი
სუნთქვა ეკვრება უცბად და სიამოვნებს ვატყობ,
იცის ამ წუთას სრულად ჩემი მმართველი არის,
გრძნობს რომ ამ წუთას სრულად ჩემში ყველა ნერვს ათრობს.
ამაყი სახით მკაცრად თავის ლამაზ ყელს მიშვერს
და განაბული ჩუმად ყორნისფერ თვალებს ხუჭავს,
სუნთქვა შეკრული ფრთხილად ყელის ფერებას ვიწყებ,
და მისი მშვიდი სუნთქვა ქარივით ბორგავს ყურთან.
მშვიდად ვშორდები მის ყელს ლავიწს ვუსველებ კოცნით
ჩემს უხეშ თმებში კარგავს ნაზად გამოთლილ თითებს ,
და ვხვდები ახლა მხოლოდ სულ ერთი რაღაც მყოფნის
მზად ვარ რომ ჩემი სული ეშმაკს გროშებად მივცე.
მის წითელ ტუჩსახს ერთი მწველი ამბორით ვაქრობ
მზერადახრილი მიცდის მის მკერდს ვაცხრები ვნებით,
მისი სხეულის თრთოლვა სულ ყველა განცდას მამცნობს,
მისი სხეულის თრთოლვა მალე ჭკუიდან შემშლის.
მალე ჭკუიდან შემშლის ჭიპთან ორიოდ ხალი,
ხორკლიან ენას ფრთხილად ვაცურებ მის ცხელ ტანზე,
იწყებს ჩქარ-ჩქარა სუნთქვას, უკვე დაკარგა თავი 
ძალა აღარ აქვს ახლა ჯიუტად გადგეს განზე .
თვალებს ხელებით მალავს ფანჯრების მიღმა მთვარე,
როდესაც ჩემი ხდება მთელი არსებით მაშინ,
იღიმის, ნაზად ხუჭავს დაღლილი დახრილ თვალებს,
იძინებს , ისევ ვხლართავ თითებს მის გაშლილ თმაში.
შიშველ სხეულზე იხვევს ჩემს გამოფიტულ თითებს
ღიმილნარევი სახით ოდნავ ღრმა ნაფაზს არტყამს,
ჩურჩულით ამბობს რომ სურს ჩემს ცხელ სხეულზე იწვეს
და გააფთრებულ ვნებას წამითაც აღარ მალავს.
ანნა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი