და ამდენ ხანს რით ვერ გამოიდარა
‘’გამოიდარებს, გამოიდარებს, თორემ ,ძვირფასო, ნამეტანია’’ ...( ო.ჭილაძე ) . და ამდენ ხანს რით ვერ გამოიდარა რომ ვზივარ და სტროფებს ვაბამ სტროფებს, რით ვერ დაშრა ბოლობოლო ცრემლი, მაშინ , როცა ტკივილებმა მოკლეს. და ამდენ ხანს რით ვერ დადგა დარი, თუ სიკვდილი მიწერია -მოვკვდე, სულიერად ისედაც ვარ მკვდარი, მიღალატეს ვინც მიყვარდა ოდეს. და ამდენ ხანს რით ვერ მიხსნა ღმერთმა, უმოწყალოდ რომ თელავენ გრძნობებს, რატომ დავრჩი ქვეყანაზე ერთი, ვისიც მწამდა მან დამტოვა სწორედ. და ამდენ ხანს რით ვერ გამოიდარა, ტკივილი რომ უკვე ატანს ძვლებში, ამ ცხოვრებამ ნეტავ რა მომიტანა , გადალეწილ ფრთებსაც უკვე ვერ ვშლი. და ამდენ ხანს რით ვერ გამოიდარა, ფილტვები რომ შევინისლე ბოლით, რაც კი მსურდა არც კი გამოვიდა რა დღეს დავცალე ას მეოცე ბოთლი. და ამდენ ხანს რით ვერ დადგა დარი, მეც მინდოდა გადარჩენა მგონი, ვინც მიყვარდა მომიხურა კარი, ვზივარ ახლა და ჩემს ცოდვენს ვწონი. და ამდენ ხანს რით ვერ გამოიდარა, სანამ დანა მივაკარე ვენებს, სანამ ვუძლებ გადაყვლეფილ ნერვებს, სანამ დავწვი რაც ოდესმე ვწერე. და აქამდე რით ვერ გამოიდარა? და აქამდე რით ვერ დადგა დარი ? რაც მინდოდა ვერა გამოვიდა რა მივატოვე საკუთარი თავიც. და ამდენ ხანს რით ვერ გამოიდარა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი