გი-ს


შენი მკლავები ჩემი სახლია, 
ყველაზე მყუდრო, მშვიდი და ტკბილი
და გულის ყველა ნაწილს ატყვია, 
შენი ღიმილი ყველაზე თბილი.

შენი თვალები მინათებს სავალს,
ორი კაშკაშა ნათება ბნელში;
შენგან არასდროს, არასდროს წავალ,
ჩემი სული ხარ- ჩასახლდი ჩემში !

როცა ჩემს თმაში გახლართავ თითებს,
კვლავ ჟრუანტელი დამივლის ტანში,
ყოველ დღეს შენი ღიმილით ვიწყებ,
მიყვარხარ- მუდამ ასეთად დარჩი!

შენი ტუჩები მიყვარს და მათრობს,
შენი სუნთქვაა ჩემი სიმშვიდე,
შენთვის სიცოცხლეს უსიტყვოდ დავთმობ,
ქმარი ხარ ჩემი - სულის სიწმინდე.

მე საუკუნოდ ვიქნები შენთან,
შენ საუკუნოდ იქნები ჩემი,
სანამ შეწყვიტავს ეს გული ფეთქვას, 
შენ არ გაუშვა ჩემს ხელებს ხელი.

შენი მკლავები ჩემი სახლია, 
ხარ ჩემი ქმარი ბოლო წამამდე,
და გულის ყველა ნაწილს ატყვია, 
ეს სიყვარული შენ რომ გამანდე 
ა.ზ
10.10
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი