...და ვიწყებ ლოცვით "მამაო ჩვენო"


და ვიწყებ ლოცვით "მამაო ჩვენო"
და კიდევ ათასს წარმოვთქვამ ლოცვას,
თითები თვითონ მთხოვენ რომ ვწერო 
იქამდე სანამ სხეულში მოკვდა -
სული რომელიც ნელ-ნელა ქრება
რადგან უამრავს გაუძლო ტკივილს,
რადგან ვერც ერთხელ ვერ იგრძნო შვება,
რადგან ათასჯერ ნატრობდა სიკვდილს .
და როცა ერთხელ გადავწყვეტ წასვლას,
მტლუ ხალხი ცრემლებს დაყრის და იტყვის
რომ "არ ღირს თურმე წასულის განსჯა",
"ფაფუკი იყოს ეს მიწა მისთვის".
ხელს აივსებენ გორახით მიწის 
და სასახლეზე მუჭით დაყრიან,
მომიგონებენ ორიოდ სიტყვით 
და მოიწმენდენ ტუჩებს არყიანს .
წავლენ მერე და დარჩება გორად
გულზე დაყრილი ჭიანი მიწა ,
ხალხი რომელიც იქ აღარ მოვა 
ჩემს მოსაგონრად აწევს კვლავ ჭიქას .
და მე რა ვიცი "მამაო ჩვენო"
სულს რა უშველის რომელიც მტკივა,
იქამდე სანამ მინდა რომ ვწერო
და სანამ აწევს მტლუ ხალხი ჭიქას...
ა.ზ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი