და მინდა ახლა შენი ხელები
სულ აღარფრის შემრჩა ნერვები ისმის ტკივილი გაბზარულ ხმაში , და მინდა ახლა შენი ხელები კვლავ გახვეული იყოს ჩემს თმაში . და მინდა ახლა შენი სიმშვიდე , როგორც არასდროს რომ იყო ჩუმი და მინდა ახლა ნაწნავს მიშლიდე თითებს რომ შერჩეთ ჩემი თმის სუნი. და მინდა ახლა რომ იყო ახლოს, სუნთქვას ვუსმენდე დაღლილს ყველაფრით სამყაროს ოთხივე მხარესაც დავთმობ და გზას მოვძებნი სავალს შენამდე. და მინდა ახლა შენი ტუჩები ხეტიალობდნენ ჩემს ცივ სახეზე , ხელჩაკიდულმა განვლოთ ქუჩები ჩემი სურნელი თავბრუს გახვევდეს. და მინდა ახლა შენს შავ თვალებში ირეკლებოდეს კვლავ ჩემი სახე, ვნანობ, არასდროს უნდა გამეშვი, ვნანობ, დრო რომ ვერაფრით მარჩენს. სულ აღარფრის შემრჩა ნერვები ისმის ტკივილი გაბზარულ ხმაში , და მინდა ახლა შენი ხელები კვლავ გახვეული იყოს ჩემს თმაში . ა.ზ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი