C.R.G-ს


შენ ევროპის ჰაერს სუნთქავ,თვალუწვდენელი ნაგებობები მდიდრულად გიმზერენ ,ფერადი სივრცე გივსებს სულს...
     სახლში ბრუნდები და მთავრდება ფერადი სამყარო,ძველ სასანთლეში მოხვედრილი პეპელასავით ეხეთქები რეალობის შუშებს,ამაოდ ცდილობ შენი სხეულიდან დაღწევას!
      ყოველდღე ცდილობ  ცხოვრებას დაამსგავსო შენი არსებობა,ყოველ ღამე ხვდები როგორ ნელ_ნელა კარგავ სინდისს,და ნამუსს  სადღაც,ბნელი ქუჩის კუთხეში ერთ ღერ სიგარეტზე ცვლი,მერე ამ სიგარეტის კვამლით და თვალზე შეყინული ცრემლით ივსებ სულის იმ დაკარგულ ნაწილს,რომელიც ალბათ ავტობუსის რომელიგაც გაჩერებაზე დაგრჩა.
     მე ვგრძნობდი საუბრისას ,როგორ მორცხვად მარიდებდი ბოჰემურ ღამეში ნათენებ თვალებს,რამოდენიმეჯერ სხვის გლამურულ პეხსაცმელს ადევნებული შენი ოცნებით სავსე თვაებიც შევამჩნიე...
      მე ყოველთვის ძალიან მაკვირვებ,როგორი თბილი ღიმილით შეგიძლია ესალმებოდე,ყოველდღიურად ამდენ უსამართლობას და თითოეულ შენს ღიმილზე თავი დამნაშავედ მაგრძნობინო.
                                                                                 Barcelona 2014.
                                                                                 ეძღვნება C.R.G

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი