მე ისე მალე დავიღალე


ჩემი სუნთქვისთვის შენი მკერდიც საკმარისია,
       შენი ფრენისთვის ჩემი ფრთები.
       ზეცას მისწვდება ჩემი ფერებით,რასაც შენს სულში ჯერ კიდევ სძინავს!
       უკვე სულ ერთია!
       მე ისე მალე დავიღალე,როგორც მგზავრობა.
       უკან გიბრუნებ ლურჯ ზეცას,უკიდეგანო კოსმოსებს,სამყაროს ასეთ სევდიანს!
       სული ანბანივით იმარცვლება...
       სწორედ იმ საზღვარს მივაღწიე სადაც მელანქოლია ხატებთან ლოცულობს და მას იქით ცრემლები საკუთარ ჩრდილებად იქცევიან.
       მე ისე მალე დამღალა შენმა სამყარომ,როგორც მგზავრობამ!
                                                                              08/02/2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი