საჩუქარი ხარ ბედისა


საჩუქარი ხარ ბედისა...                                                                                                                                        წამოყოლილი დარდისა...                                                                                                                                               გამრავლდა ფერი ცხოვლისა                                                                                                                           ვითარცა სილაჟვარდისა,                                                                                                                                 ცოცხალთა შორის უკვდავთა                                                                                                                                 ფეხი შემიდგამს ლაღადა,                                                                                                                                  შევყურებ ზღვაში ტალღებსა                                                                                                                                 კლდეებსა ასკდება ვითარცა,                                                                                                                           ვნება და კოცნა ბაგეთა,                                                                                                                                   ყოველი წამით ტრფობისა                                                                                                                               სიცოცხლის გრძნობა მძაფრდება,                                                                                                                          ჩვენი გულები ხასხასა                                                                                                                                             ჩახუტებიან ერთურთსა,                                                                                                                                       და ბუნებასთან თითქოსდა                                                                                                                             სხივი მონახეს კაშკაშა                                                                                                                                     თავს ვგრძნობ იცოდე შენთანა                                                                                                                       როგორც ჭაბუკი ზღაპრისა,                                                                                                                               ანუ სუნთქვები ხარბისა                                                                                                                                 მწუხარება კი ვარდისა,                                                                                                                                            ჩვენი თვალები რო ხვდება                                                                                                                             ერთურთსა გაშმაგებითა                                                                                                                                 ჩვენივე გრძნობა მძაფრდება                                                                                                                                    თითქოსდა მზე ახლოვდება,                                                                                                                                     ამ ვნება სიმხურვალესა                                                                                                                                                 ანგელოზების ვითომდა                                                                                                                                     ძლიერი ფრთების ქნევამა                                                                                                                               ცივი ნიავი დაჰბერა,                                                                                                                                                სურნელი არის ბაღისა...                                                                                                                                          თავისუფლება შველისა...                                                                                                                                       ნესტანი ტარიელისა...                                                                                                                                       გემო კი ორცხობილისა... ))                                                                                                                                    უდაბნოში ვარ თითქოსდა                                                                                                                                     სადაც მირაჟი ცხადია                                                                                                                                 გული გონება ერთია,                                                                                                                                   საბანი თბილი გვხვევია                                                                                                                                         მოვლაა ჩვენი გრძნობისა                                                                                                                           მადლის მოფენა თეთრი მტრედისა                                                                                                                            და სიყვარულის, სიყვარულის ჩუქება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი