მიყვარხარ ჩემო ქალწულო
მიყვარხარ ჩემო ქალწულო, გეტრფი ყოველი წამიო განვლიდი სოფლის ყოველ წუთს შენთან არ მოვიწყენდიო, უშენოდ გული ვით ქარბუქს მაღელვებს დაქანცულსაო, მახარებს შენი დანახვა სული შორდება ხორცსაო, სურნელი შენი აღვიძებს მხატვრის სამყაროს ფერებსო, რა დაგინახე შევშფოთდი შემდრკა სიცოცხლის ჟინმაო, მინდოდა შენთვის მეტაცა მარჯვენა ჩემი მრხისაო... მაგრამ შევშინდი უეცრად ყვავილი არა ვავნოთქო, სურნელი იასამანის გარსა გეხვევა შენაო, ზაფხულში მაგდებ უეცრად იასამნების ბაღშიო... მიყვარხარ,გესმის მიყვარხარ გავლევ უშენოდ დღებსაო, ისრიმისფერი თვალები რაოდენ გაძლევს ფერსაო, სხეული შენი ლერწამი მავიწყებს ხორციელსაო, რა ხარ მითხარი ვინ შეგქმნა სად ზის ის ღმერთი კაციო, მე მაპატიე უფალო გარდავიცვლები მალეო, რადგანაც გრძნობა ეს ჩემი სასუფევლისა არისო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი