დეპრესია


ადამიანები იცვლებიან. 
იღვიძებ დილით, მიიხედ-მოიხედავ და თითქოს ყველაფერი ისეა როგორც წუხელ დატოვე, ყველაფერი თავის ადგილზე დევს, ყველაფერი იგივეა რაც გუშინ ან 1 კვირის უკან... მერე თავს ისევ ბალიშზე აგდებ მძიმედ, იხსენებ გასულ ღამეს და ფიქრობ, თუ რატომ გრძნობ გულში ამ აუტანელტკივილს, რაც შიგნიდან გღრგღნის.... გულიდან ნელნელა ტვინისკენ გადაგაქ და გახსენდება, რომ სინამდვილეში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა.... შეიცვალა ცუდი კარგისკენ ან/და პირიქით, მთავარია შეიცვალა... საწოლზე წამოჯდები, სახეს ხელებით ისრესს და იხსენებ იმ დღეებს როცა გეგონა ყველაფერი გქონდა და ფიქრობდი ეს "ყველაფერი" არასოდრს გადაირქმევდა სახელს... იყვნენ მეგობრები, რომლებიც გისმენდნენ, გელაპარაკებოდნენ, გარიგებდნენ... ზოგჯერ ამ დარიგებებს ვერ იტანდი, მაგრამ რაც მთავარია იცოდი რომ ისინი შენზე ზრუნავდნენ.... იყვნენ ისეთებიც "პონტის" გამო რომ "გეტენებოდნენ"... შენ იცოდი ეს მაგრამ მაინც აგრძელებდი მათთან ურთიერთობას, თუმცა თაცადაც ვერც ხსნიდი რატომ.... მთავარიც იყო, რაც შენ ყველაზე მეტად გახარებდა და გაბედნიერებდა... იყო ის ერთი... ის ერთი რომელიც შენთვის ახლაც ერთია... თუმცა სახეშეცვლილი....  სახეს ისევ ნერვიულად იფშვნეტ, ბალიშზე პორქვე ემხობი და იწყებ გახსენებას იმ ტკბილი მოგონებებისა, ასე ძალიან რომ განატრებენ თავს... იხსენებ პირველ "მიყვარხარს..." გაგონდება დრო, პირველი შეხვედრიდან პირველ კოცნამდე... რამდენი რამ გაიარე აქამდე მისასვლელად არა? რამდენი შეცდომა დაუშვი? რამდენჯერ ატკინე, თუნდაც უნებლიედ მაგრამ მაინც... რამდენჯერ დაგიბრალებია ცუდი ადიანობა საკუთარი თავისთვის როცა ხედავდი როგორ ტკენდი, მაგრამ ეს ტკენაც კი კარგად გახსენდება ახლა, რადგან შერიგებისას ყველაფერი ორჯერ უფრო კარგად იყო ვიდრე მანამდე... გეღიმება და ისევ წინ მიდიხარ, ახლა შემდეგ მომენტზე გადახტები, და აი თვალწინ უამრავი ლამაზი მოგონება გეშლება, ერთად გატარებული მოგონება.... ერთს მეორე მოსდევს... შენ კი არც შეგინიშნავს როგორ ერთიმეორის მიყოლებით ჩამოგდის ცრემლები და ვერ იმას ხვდებო როგორი სველია შენი ბალიში ახლა.... იქვე დადიხარ, მოგონებეში და ხანდახან ფიქრობ რამოხდებოდა აქ ჩარჩენა რომ შეგეძლოს... კარგი იქნებოდა არა ზოგი მომენტის დაბრუნება, ან კინოს ფირივით უკან გადახვევა რომ შეიძლებოდეს...ამ ფიქრებში გართულს ისევ გეძინება და სიზმარშიც შენი მოგონებები ცოცხლდებიან.... გულში იხუტებ მათ სათითაოდ და მოულოდნელად შეშინებულს გეღვიძება... ისევ წამოჯდები საწოლზე, მიიხედ-მოიხედავ ირგვლივ და მხოლოდ ახლაღა შეამჩნევ, რომ იმ ნივთებმა, რომელიც  თითქოს თავიანთ ადგილზე დევს,  ფერი დაკარგეს... მხოლოდ ახლაღა მიხვდრბი შენც როგორ დაგედო მტვერი... ირგვლივ სიცარიელეა... აღარც მეგობრები... აღარც ფსევდო მეგობრები, სრული სიცარიელე მხოლოდ ის დაგრჩა, ოღონდ სახეშეცვლილი.... ისევ დაღლილი ებერტყები საწოლზე, ბალიშს სახეზე იფარებ და ცდილობ ისევ დაიბრუნო ის ტკბილი სიზმარი, რადგან არც არაფერი დაგრჩენია ამის გარდა...
დეპრესია გაქვს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი