დღეს ისევ ისე, მოლოდინით ავხედე ..
დღეს ისევ ისე, მოლოდინით ავხედე ზეცას, ვეძებდი მთვარეს, რომ მეამბო შენზე ზღაპარი, მაგრამ ღუბლებში გაფანტულა მთვარის შუქი და შერჩენილა ცაზე მხოლოდ ერთი ვარსკვლავი. მენატრებოდი, როგორც ახლა ის მენატრება, არც მან დამინდო, ღრუბლებლებს ჩუმათ ამოეფარა... წვიმდა, სიცივეს შემოსცლოდა სითბოს ნუგეში, და მეც გათოშილს საბნად ცივი უშენობა გადამეფარა. ახლა მარტო ვარ, აღარავის ვახსოვარ ალბათ... ნაბახუსევი ისევ ვცდილობ სადმე დათრობას, შენი კი მესმის, გატკინე და წახვედი,მაგრამ მთვარისგან მაინც არ ველოდი ასე გაქრობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი