გაყინული სხეული და გაბზარული გული ..
გაყინული სხეული და გაბზარული გული, დაკარგული იმედი და ცოდვით მძიმე სული, სულ არაფრად ჩაგდებული წმინდა სიყვარული და ცხოვრების იარები, ძალზე მტკივნეული... მონატრება, მოგონება, ცრემლგამორეული, ის ფერადი ოცნებები, გადაშავებული, ის გრძნობა და ის სიტყვები, ერთ დროს ტკბილად თქმული, ახლა სულ აღარაფერი, ახლა უკვე ნული... სევდიანი თვალებიდან ცრემლი წამოსული, ჯერ ჩვენსავით გაყოფილი, ბოლოს გადაბმული. ეხ! რამდენი ღამე ასე, თეთრედ გათეული, რა სისხლი და რა ცრემლები, როგორ დანთხეული.... აზრი დავერდიქტებული, ვეღარ გამოთქმული... ლექსიც ასე, დაუწყებლად დაბოლებული, მწარედ მოტყუებული და გაბითურებული, წავედი მე! უსამართლოდ გასამართლებული....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი