მოგონება.
მე მაგონდება ხომალდი ზღვაში, სევდიან ჰორიზონტს ჩუმად რომ გაჰყურებს, ტალღებს რომ გააპობს და მისი საყვირი, სივრცეში გაფანტულ ბგერებს რომ აყრუებს. მე მაგონდება ფლამინგოები, იალქნის წვერში რომ შემოსხდებიან... ხვდებიან ტალღები მორევში ითრევენ, თუმცაღა, ჯიუტნი მაინც არ ფრთხებიან. მე მაგონდება კაპიტნის ტირილი... ცრემლების გუბე, სევდების ფარდა, ჩაძირულ გემზე მისი წუხილი, შვილის დაკარგვას რომ წააგავდა. ეს იყო ფილმი, რომლის რეჟისორს თითქოს ტიტრები დავიწყებია და გემიც მიდის, როგორც ისარი რომელიც ზღვის ფსკერს დამიზნებია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი