ვცეკვავდი, ყმაწვილი - მოქნილი გავაზი ..


ვცეკვავდი, ყმაწვილი - მოქნილი გავაზი,
ხშირად ვიღვრებოდი ოფლად და სისხლად.
იმ ხანად დარაზულ და მტვრიან დარბაზში,
დარდისგან ხევსურთა ცეკვებმა მიხსნა.

ვით გმირი ფიცხელი ბრძოლისას ხის აბჯარს 
ამგვარად აზიურს, სამუხლეს ვცვეთდი.
სახლში დაჟინებით ვითხოვდი (ხინჯად მაქვს)
დამეხა, ახლები მიყიდე დედი

მას ცრემლი სცვიოდა მდუღარე და წყვილი
რადგან, ვერ ვცხოვრობდით ცხოვრებას მდიდრულს
და შემრცხვა როდესაც შემომხვდა ყმაწვილი
რომელიც დღედაღამ ნატრობდა კიდურს.

2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი