ჭეშმარიტება შინაგანი სიმშვიდის ძიებაშია...
ჭეშმარიტება შინაგანი სიმშვიდის ძიებაშია... ჭეშმარიტი შინაგანი სიმშვიდე ეს ბერკეტია სწორად იომო გარე სამყაროში... შინაგანი თვითდაჯერებულობის ნაკლებობის და სიახლოვისადმი შიშის, ასევე სხვადასხვა სახის ვნებებზე დაძლევის შიშის შემდეგ, ადამიანში დაიწყება შინაგანი სამყაროს სიმშვიდის ჩართვა და ნელ-ნელა ის ეცდება მიაღწიოს სიმშვიდეს...ადამიანის დედამიწაზე მოვლინების სხვა ფაქტორთან ერთად ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის გახლავთ რომ ყოველმა ადამიანმა ჰარმონია დაამყაროს შინაგან სამყაროსა და სულზე, შინაგან სიმშვიდესა და პიროვნულობაზე... ჭეშმარიტება სწორე შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაა, საიდანაც იწყება საზოგადო სულის ხარჯზე, პიროვნული სულის ჩამოყალიბება, მეორედ შობა... ყოველ ადამიანს ახსოვდეს იმის გაცნობიერება, რომ მარტოსული და მიტოვებული მხოლოდ ისაა, ვინც უარი თქვა საკუთარ თავზე... რამეთუ საკუთარი თავი ტაძარია სულიწმინდისა, მას სწორად აღზრდა და მოვლა ესაჭიროვება...ჩვენი სხეული სამოსია სულისა და თუ სხეული ვერ იქნა ჯეროვნად შეფასებული სული უკვე მეტ დროს არა საკუთარი თავის განვითარებასა და მაღალ საიდუმლოების ჩაწვდომისკენ იქნება მისწრაფებული, არამედ ეცდება ენერგია დაახარჯოს სხეულს რომ მის გარეშე ის დედამიწაზე ვერ გადაადგილდება, ამიტომ სხეულს თუ დაუთმობს მეტ დროს, ის ვეღარ მოასწრებს დასახული ამოცანა შეასრულოს და მიაღწიოს უკვდავებას, ან ჩაწვდეს უკვდავების არსში... აქ საუბარია პირუვნულ სულზე და არა ზოგად სულზე...საერთოდ სული, ეს მამოძრავებელი ძალაა და ენერგიაა რის გარეშეც დედამიწაზე ვერ განვითარდები და ვერც იმოძრავებ... ადამიანი როდესაც ევლინება დედამიწაზე მასში მოცემულია საზოგადო სული, ანუ დედის და მამისგან გაზიარებული სული, ენერგია და უჯრედები, ადამიანმა საკუთარი პირადი სული უნდა მოიპოვოს...ამაზე ამბობს უფალი: „რას გარგებს თუ მთელი სოფელი შეიძინო და საკუთარი სული დაკარგო - ო...“გახსოვდეს, საკუთარი შინაგანი, სტაბილურობას აძლევს გარეგან შეგრძნებებს საყრდენის აუცილებლობისთვის... ადამიანის შინაგანი სამყარო საყრდენია მისი გარე სამყაროსი, თუ ადამიანს არ აქვს მტკიცედ აგებული შინაგანი სამყარო, ის ვერასოდეს გაიმართება გარე სამყაროში...სწორედ რომ დედაბოძი შინაგან სამყაროშივე უნდა ააგოს ადამიანმა... შინაგანი სამყარო არამარტო სურვილებისა და ვნებების ან ემოციების სამყაროა, ის აერთიანებს მთელ კოსმოსს და გაერთიანებს ხილულ სამყაროსთან... შინაგანი სამყაროდან ხდება გადასვლა ნებისმიერ სამყაროში და ნებისმიერ განზომილებაში...დაუკვირდით რას ამბობს უფალი სასუფეველი შენში ეძებეთო...ადამიანი თავად სამყაროს წარმოადგენს, შენში არის გაერთიანებული და თავმოყრილი ყველა ის პლანეტა თუ ასტეორიდი რომელსაც თავისი დავალება აქვს როგორც გარე სამყაროში ასევე შენში მისთვის დაქვემდებარებულ ორგანოსა თუ მოვლენაზე...დედამიწა თავად ადამიანის ფიზიკური სხეულია, ის ხორცი რომელსაც ვეხებით და რომელიც დროთა გასვლის შემდეგ იწყებს ცვლილებებს, სიბერეს და კვდომას... მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც ამბობს სასულიერო პირი მიცვალებულის წესის აგებისას...ამიტომ ადამიანებმა ბევრი რამ დაივიწყეს და მიეცენ ცრუ სწავლებასა და ცრუ განცხრომას... მზის სისტემაში ყველამ ვიცით რომ მზის გარშემო მოძრაობენ პლანეტები, მაგრამ ეს მხოლოდ სიბრტყეზე აისახება, ეს მხოლოდ მატერიაზე ხდება, მხოლოდ ერთ განზომილებაში, რომელსაც ჩვენ ადამიანები ვეძახით სამგანზომილებიან სისტემას... მზე და მთელი მზის სისტემა თუნდაც ამ სამგანზომილებიან სისტემაში რომ გადაიტანო არა სიბრტყეზე, ქაღალდზე, ან მატერიაზე, არამედ სულიერ - ცნობიერ განზომილებაში, ამ შემთხვევაში მთელი მზის სისტემა უკვე იმოძრავებს დედამიწის გარშემო... დრო მოვა და ამას დაამტკიცებს მეცნიერება... თუ კარგად არ დაუფიქრდით და არ გაანალიზეთ, ან არ ჩაუფიქრდით ასე ადვილად ამას ვერ დაინახავთ...მიახლოებით შემიძლია ავხსნა, რომ ყველა პლანეტა მზის სისტემაში დედამიწას ემსახურებიან, და არა მზეს... მზეც დედამიწას ემსახურება და მთვარე, სტიქიებიც... მაგრამ აი დედამიწა და მთელი მზის სისტემა კი თითეული ინდივიდის, პიროვნული სულის და პიროვნების გარშემო მოძრაობს, თავად დედამიწაც და მზეც ადამიანის გარშემო მოძრაობს, ეს კი ხდება ამ სამგანზომილებიან სისტემაში სულიერ, ცოცხალ განზომილებაში... მაგალითად მკვრადი განზომილებაა როდესაც ადამიანები ვანგარიშობთ 1+1=2 ეს მკვდარი განზომილების ჭეშმარიტი მცნებაა და შემეცნებააა... მაგრამ თუ ამას ცოცხალ განზომილებაში გადავიტანთ ვერასოდეს ვერ მივიღებს ორს... ამაზე სხვა დროს დავწერ... ამისთვის მზად არ არის ადამიანები...მაშასადამე, მზის გარშემო მოძრაობს პლანეტები მხოლოს სამ განზომილებიან სისტემაში მხოლოდ სიბრტყეზე, მატერიაზე დატანისას, ან ქაღალდზე დატანისას ან ტელესკოპში გახედვისას, მაგრამ სამ განზომილებას მხოლოდ ერთი მხარე როდი აქვს....???ამ სამ განზომილებას აქვს უამრავი ცოცხალი და არაცოცხალი პარალელური განზომილებები, რომელშიც ჩვეულებრივ ყოფა ცხოვრებაში ვმოძრაობთ და ვარსებობთ უბრალოდ გონების თვალი გვაქვს დაკეტილი და ვერ აღვიქვამთ ამ ყველაფერს...ამ სამ განზომილებიან სისტემაში თუ ადამიანი დაუკვირდება ცოცხალი განზომილებიდან, სულიერებიდან, მაშინ დედამიწის გარშემო დაინახავს, რომ მოძრაობს მთელი მზის სისტემა, დედამიწას ემსახურება დღეც და ღამეც, მზეც და მთვარეც, ყველა პლანეტა თუ სტიქია... მაგრამ თუ კიდევ სხვა პარალელურ სამყაროში გადაინაცვლებ სულიერად ნათლად დაინახავ რომ ყველაფერი ადამიანის გარშემო მოძრაობს, თითეული ადამიანის გარშემო...აი ამას სწავლობს ასტროსოფია და ასტრონომია, ან ასტროლოგია, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრმა ასტროლოგმაც დღემდე არც იცის...ასტროლოგია ეს არ არის ჰოროსკოპის შედგენა ან გამოთვლა.... ეს კიდევ უფრო სიღრმისეული მეცნიერებაა, რომელიც ჯერ არ გახსნილა სწორად... მოვა დრო და ესეც გაიხსნება თავისი საიდუმლოებებით... უბრალოდ ცოტას მე გავხსნი ამ დარგში იმას რომ არცერთი ადამიანი ვინც ფიქრობს რომ ის არის დაბადებული, ვთქვათ ვერძის ზოდიაქოში, ან მერწყულში, ან მორიელში, ადამიანმა ისე არ უნდა იფიქროს რომ ის ამ ზოდიაქოს ნიშნის ყველა თვისებებს უნდა ირგებდეს ან აკმაყოფილებდეს...არა...ყველა ადამიანი ვინც იბადება არ აქვს მნიშვნელობა ხელოვნურად დაიბადება თუ ბუნებრივი გზით ყველა ადამიანში არის თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნები და მეცამეტე ზოდიაქო მამოძრავებელი ზოდიაქო, მაგრამ ესენი სხეულს ემსახურებიან და სხეულს უწყობენ ხელს ჩამოყალიბება დაიწყოს სწორად რომ შემდეგ შეძლოს ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს სულს და დაეხმაროს პიროვნების სულის აღმოცენებაში...შეიძლება ადამიანი შინაგანად ვერძი იყოს მაგრამ როდესაც ის საზოგადოებაში გამოდის და ურთიერთობს ის იყოს ვთქვათ კირჩხიბი, ან მერწყული, ეს ასტროლოგებმა უნდა იცოდნენ... ასევე ადამიანი სამსახურში სხვა პიროვნება იყოს, სახლში სხვა საზოგადოებაში სხვა და რომანტიკაში სხვა, თუ კარგად დააკვირგებით ამას აღმოაჩენთ, ეს იმიტომ ხდება, იმ დროს იმ ადამიანში ჩართულია ის ზოდიაქო და მან იმ ზოდიაქოს მინუს- პლიუსი უნდა დააბალანსოს...მე არ ვარ ასტროლოგი, უბრალოდ მცირეოდენი ინფორმაცია მინდოდა მომეცა საზოგადოებაში... მე პატივს ვცემ ყველა დარგს და მეცნიერებას და იმედი მაქვს საზოგადოებას ამ კუთხითაც სწორად გააცნობენ და განუმარტავენ... რომ დაიმახსოვროს ადამიანმა თითეულში დევს თორმეტივე ზოდიაქო და მეცამეტე თავად გამოვლენაა, აღქმა და რეაგირებაა, ამ ყველაფრის ჯამი...მეთოთხმეტე ელემენტი უკვე სული....ყველანი ერთად უკვე ემსახურებიან პიროვნულ სულს, რომელიც დაიწყებს მეორედ შობას და ჩამოყალიბებას.... დაუბრუნდეთ ჩვენს მზის სიტემას და სამ განზომილებიან სისტემას... საერთოდ სამყაროში არსებობს სხვადასხვა განზომილებები, ბევრი სამყაროები და თითეულ განზომილებასა და სამყაროს გააჩნია კიდევ ბევრი პარალელური განზომილებები და სულიერი თუ ფიზიკური სამყაროები... ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ...იმედი მაქვს თავს შეიკავებთ კრიტიკისგან და კარგად დაფიქრდებით სანამ რამეს იტყვით... თუ კრიტიკას გამოავლენთ არც ეგ მეწყინება....თქვენი ნებაა... ავტორი: აწყურელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი