სიკვდილის ზმანება


სიკვდილო გკითხო საით ხარ, მოვალ შეგებმი ხარისად...
შეგერკინები ვაჟკაცსა, გიჯობს შამხედო თვალისად...
წუთისოფელო სად გპოვო, რაის მიტოვებ ბარისად, 
შენი მოძულე ჭაბუკი, არ ემართების ხალისად...

თორო აღმოგსთქო სოფელო, როს მიიღწვოდე, ვდნებოდე...
ფერფლად გქეულო მთა-ველო, რაღაის მეგულვებოდე...
        ვახ ჩემს შამქორის ბედაურს, ბასიანს გადვევლებოდე....
       დიდგორს შემოსულს ყიზილბაშს, ქსნის ხევში ჩავებმებოდე...
        ად დაიდარდო დედაუ, ქართველთ რქა გულში ჩნდებოდეს....
         ხელიხელ ჩაკიდებულნი საშველად გამოჩნდებოდეს...
          არ დაიდარდო მამულო, ქართველთ რქა გულში უდვია...
           მოვა დრო, გონს მოებმიან, პაპის ფუძე ხომ უნდვია...

  უფალო შენ გვიწყალობე, გვლოცვიდე ჩვენსა მხარესა....
ქართული მიწა მარადჟამს იყო შენს სათაყვანელსა...
სულთა საუფლოვ, წასულო, ცხრა მთას, ცხრა ზღვას და ცხრა ველსა....
გადმაიხედეთ, ლოცვიდეთ გონს რომ მაეგოს ქართველსა...
სულთა საუფლოვ წასულო,ამა სოფლისა გამვლელსა...
შენ შააჩერე,   ბედკრული  ქართველთ ვარამი მავნელსა...
შენ კი ქართულო მიწაო, მადლი მოეცი ვაზ-რთველსა...
რათა მარადჟამს ისმოდეს, ქებაი ჩვენთა ქართველსა...

წამაიშალე სალაშქროდ, მთაო ტყით დაბალნიანო....
შახედე ერთი ჩვენს შვილთა, თავს ლაფი გადავლიანო...
მთაუ წინაპრის სისხლით და ხორცითვე დანავლიანო...
გულში ჩამწვდომო სიმებო, დარდითვე დანაღვლიანო.....
  საით გეძებო საშველო, დამწვარო, ნაღვედრლიანო...
ვიცი გიპოვი, სადღაცას, ხარ ბმული ნაღველიანო....
ამირან შენსა მზეს ნატრობს, ქართველთ გულს დანაღვლიანო....
როს აეშვები, პირველად შენ მახველ, ვიდრევ  მზიანო.....
მე კი მანამდის ჩემს ლექსად, მთასა და ბარში ვიარო...
გულს მოშვებული სიმები, მოვქაჩო შავახმიანო...
შენ კი წყვდიადით მოცულო, მამულო შარაგზიანო,
არას დაგტოვებს შვილები, მავლენან  თუნდაც გვიანო...
მერე კი ორსავ სოფელო, ჩვენში იქნები ხმიანო....
გაჰქრების დარდი,  ნაღველი, დარჩების სულოვ მზიანო....

                                                      ავტორი.... აწყურელი.... 

                                                   2016 წელი 14-15 იანვარი.....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
აწყურელი 8 წლის წინ

სასიამოვნოა ძალიან....მადლობა ავტორს ასეთი ლამაზი შედევრისთვის.....

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი