სხვა ვარ
რა ვარ მე,
როდესაც ვფიქრობ,
ან ვინა ვარ?
ცხოვრება შავ-თეთრია
და ფერებს ვაძლევ ისეთს,
როგორიც არ არსებობს მაგრამ,
მინდა რომ იყოს.
სინათლე ერთია-
ღმერთის
და ის,
მზეა.
ამიტომაც თუ მცდის მუდამჟამს,
ნუთუ უნდა შემეშალოს ის,
რაც არასოდეს შემშლია,
რამეთუ მტკივა სხვათა წუხილი
და მიხარია სხვათა სიხარული;
მე, სხვა ვარ,
სხვა, მე ვარ,
იმიტომ რომ ერთი სული გვაქვს,
სული,
უზენაესი.
რა ვარ როდესაც ვფიქრობ,
ან ვინ ვარ?
სიმშვიდე მწყურია მუდამ,
შენი თვალების ფერი,
ზეცავ...
...შენი სიყვარული;
მკაცრი თუ ნაზი,
თბილი თუ გრილი,
ალერსიანი თუ სარკასტული,
ოღონდ სიყვარული...
...და რა ვარ მე,
თუ ჩემს ფიქრებს,
შენსკენ არა აქვთ გზა.
2012.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი