პირველი
ამ ქვეყნად, ორნი ვართ მხოლოდ, მე და ის, ჩემი საკუთარი მეორე, ოღონდ პირველი... შენ ხარ. რამდენი ხანია შევყურებ თუ როგორ იღება და იხურება კარებები, ხან ჩემს წინ, ხან ჩემს უკან, შედიან, გამოდიან, ან არც შედიან და არც გამოდიან, მაგრამ მაინც იღება და მაინც იხურება, ისევ, ისევ და ისევ, დაუსრულებლად და ყველგან. მე კი, ვდგავარ და მშვიდად შევცქერი ამ ყველაფერს, არ ვიცინი, არ ვწუხვარ, არც ვფიქრობ, ვუყურებ მხოლოდ, რადგან ყველა კარი გავიარე საუკუნეებთან ერთად და მხოლოდ ერთი დამრჩა, აქ, ახლა, ამ ჯერზე, კარი, რომლის მიღმაც შენ ხარ, შენ, ჩემი პირველი მე. 2012.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი