ის კი...


ამ ქარიშხალმაც გადამიარა და 
ვერც კი გავიგე, 
როგორ შემომაძარცვა ფიქრები ამაოებათა. 
ისევ ვტირი უფლის სიცოცხლეს 
და მენანება ესოდენ ჩემი. 
რამდენიმე დღეც და 
უნდა შევხვდე ბავშვობის მეგობარს, 
ახლა მეუფეს, 
ხელზე ვეამბორო და 
ჩავხედო თვალებში იდუმალებას. 
ის კი, 
დამლოცავს, 
შემდეგ გამიღიმებს და ჩაიბუტბუტებს:   
__კარგი იქნებოდა შვილო ჩემო, 
სულიერ მოძღვრად რომ გაეჩინე ქრისტე ღმერთს. 
ჩემი ღიმილის ჯერიც მოვა და როგორც აპოკალიფსი, 
შევაცქერდები ბავშვობის მეგობარს, 
ახლა მეუფეს და მშვიდად ვეტყვი: 
__მე, ვუყვარვარ მას და 
ამიტომაც ვერ გამიმეტა მხოლოდ თავისთვის. 
...და ზეცა   მშვიდია, 
როგორც მისი ანაფორა ფიჭის საკმევლის სუნით გაჟღენთილი 
და ვიცინი, 
რადგან ვიცი რომ, 
არასოდეს მივიწყებს ის. 
  
                                                    2012.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი