დაბრუნებამდე


ხელი მომეცი, 
შორს მივდივარ, 
იმდენად შორს რომ, 
მხოლოდ მთვარე თუ შესძლებს ჩემს დალანდვას, 
ნამიან ღამეს. 
ვარსკვლავები   კი, 
გზას გამინათებენ იქ, 
სადაც მარტო უნდა ვიყო, 
სულ მარტო სამყაროს ცენტრში 
და 
კვლავ შევაგროვო პეშვით ის სიყვარული, 
ესოდენ რომ სჭირდებათ 
და 
არც კი იციან რომ სჭირდებათ. 
მაგრამ მე ვიცი ეს 
და მომაქვს კიდეც ჟამიდან ჟამზე კოსმოსური ბაღებიდან. 
ხელი მომეცი, 
უნდა დაგიტოვო შემორჩენილი მზის სხივები, 
სანამ ახალს და ცინცხალს მოგიტან ისევ, 
სიხარულისთვის. 
ხელი მომეცი, 
არ გამეყინო, 
დაბრუნებამდე. 
  
                                                              2012.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი