,,ბარდულიკ"
ისე მშვიდი ვარ, როგორც სიჩუმე, ახლა, ჩემს ირგვლივ. ვფიქრობ, არც ვფიქრობ და არც მესმის არაფრის ქვეყნად. მოვა? ალბათ კი, ან სად წასულა როდესმე ჩემგან, ერთადერთია, როგორც ცენტრი ამ სამყაროსი, მომწვანო, ცოტა. ისევ ვიმღერებ, სიყვარულის პირველ სიმღერას, სადღაც, კუთხეში, სარდაფში ჩავალ თეთრი ღვინის ამოსატანად, მინდა, რომ დავთვრე, მაგრამ მანამდე წავიკითხავ ბოდლერისეულ ბნელ პოეზიას, ეს, მერამდენედ და ნამთვრალევიც, ნელ ღიმილებში მივაქუჩებ, დაწყევლილ ხსოვნას. ისე თეთრია ახლა ზეცა ჩემს შუაგულში- ნისლიან მთებში, რომ გაოცება იფანტება შეშლილ თვალებად- ჩემიდან მასში. სულ რატომ მახსოვს ეს სავსე მთვარე, წყვდიადის ცეცხლი, ხედავ ,,ბარდულიკ “ , გეთამაშება, ქვეყნიერება, ჭადრაკს, შავთეთრში. 2012.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი