უსათაურო
ალისფერ ქედებს მდუმარე ნისლი, აწვება ნელა, ნელა და ნელა, მღერის მენაბდე ნაღვლიან ფიქრით და მდუმარების საათი დგება. თეთრი პეპელა ფრთებს აფარფატებს, ემშვიდობება სიცოცხლეს ალბათ და სხივი ნელი, ნელი და ნელი, ამ შემოდგომის ამახსოვრდება. ...და ასე გვიან, ამ სიცივეში, ოდნავ შემათბობს მოგონებები, მაგრამ არ ვიცი, რატომ და რისთვის, რატომ და რისთვის დამენანები. 2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი