სიმშვიდე


წვიმა და მე, 
მუდმივობის უსაზღვროებით და 
ამაოების შეტევები დედამიწიდან. 
არ იკარგება ძალა გულისძგერისთვის 
და ვმშვიდდები კიდეც ხანდახან 
რატომღაც და მაინც. 
გულგრილობის შეტევები ანტარქტიდულ მიზეზთაგან 
და ცხრაკლიტულს ვადებ საკუთარ თავს, 
რათა დავიცვა ის, 
რაც მიწყალობა ღმერთმა გამძლეობისთვის. 
ჰო, 
ხასხასა ბალახი ირხევა შორეულ მინდვრებზე 
და მუდამჟამს წყაროს წყალს დავეძებ 
მშფოთვარე სულის დასაწყნარებლად, 
არასოდეს იღუპებიან ჩიტები ჩემს ცხოვრებაში, 
სიმშვიდის სიმფონია ისმის და 
გალობენ ანგელოზები. 
მხოლოდ მე, 
ჯიუტად მოწყენილი, 
გნატრობ და გყვარობ სიკვდილ-სიცოცხლის უთვალავ გზებზე, 
რამეთუ ეს, 
ჯილდოა   დიადი გამარჯვებისათვის, 
საკუთარ თავთან წარმოებული ომებისას შორეულ წარსულში. 
მახსოვს პირველი შობა ჩემი 
და მემახსოვრება უკანასკნელიც, 
ოღონდ არასოდეს დამთავრდება გზები 
და ისრები ამ გზებზე, 
მუდამ მიჩვენებენ დასასრულს ჩემსას შენთან... 
იქნება მზე და მთვარე, 
დღე და ღამე, 
ზეცა და მიწა, 
იქნება ღმერთი და ყოვლისმომცველობა მისი, 
იქნება სიყვარული და ჩვენ, 
დიდი სიმშვიდე- 
შენ და მე. 
  
                                                        2013.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი