ქვიშის საათი


ეს   მერამდენედ ამოვაბრუნე ქვიშის საათი 
და ვერასოდეს ვერ მოვასწარი რომ შემესრულებინა დათქმული, 
უბრალოდ, 
არ გამხსენებია ის, რასაც შევპირდი საკუთარ თავს 
და რაოდენ ბევრია მიზეზი ამ დავიწყებისათვის; 
ღმერთი თუ უღმერთობა, 
სიყვარული თუ სიძულვილი, 
დღე თუ ღამე... 
სხვა, სხვა და სხვა... 
თუნდაც ის, 
ვინც მოდის, რათა გატკინოს და ძალიან, ძალიან კარგად გახდეს, 
თუნდაც ის, 
ვინც მოდის, რათა გაგიღიმოს ღიმილისათვის, 
თუნდაც ის, 
ვინც მოდის   და ლოცვას ითხოვს 
და თუნდაც ის რომ, 
ბოლოსდაბოლოს, 
წვიმს. 
არა, 
არ ვნანობ უპირობობას 
და თუნდაც იმიტომ რომ, 
თავიდანვე ვიცოდი თუ, 
რაოდენ დაუნდობლად ვატყუებდი საკუთარ თავს, 
ქვიშის საათის ყოველი ამობრუნებისას. 
  
                                                                                                                      2013.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი