ვიცი


სიჩუმე ისეთია,
როგორც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე,
დუმს ორკესტრი სამყაროსი
და მხოლოდ ფრთების შრიალი ისმის
აქ ჩიტებისა
და
იქ, 
ანგელოზებისა.
მე კი,
მშვიდად ვარ,
ისევ და ისევ მშვიდად და თან,
დიდ სინანულში,
რამეთუ ვიცი რომ,
კიდევ უფრო გაძნელდება
და
კიდევ უფრო მდუმარე გახდება ყოველივე,
რაც კი ვიცი.

                                    2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი