თეთრი და შავი


არა, 
ვერასოდეს აღმოვჩნდებით ცნობიერების ერთ სივრცეში, 
არასოდეს შეერწყმება ნათელი და ბნელი, 
მათი ხვედრი ხომ მხოლოდ ერთმანეთის დევნაა, 
დაუსრულებელი და საშინლად უშედეგო, 
დევნა მხოლოდ, 
თუმცა ხანდახან, 
რაღაც წამებით, 
თითქოს გეჩვენება, 
თითქოს გჯერა რომ შეერთდნენ, 
რომ გამთლიანდნენ, 
რომ დასრულდა წყვდიადი, 
რომ დასრულდა ნათელი 
და შეიქმნა რაღაც ზომიერი, 
ლოგიკური, 
გასაგები 
და 
ყველასათვის სანუკვარი. 
მაგრამ არა- 
ეს მხოლოდ ილუზიაა, 
ან ბედნიერი წამი შეცდომისა 
და.... 
... 
ჩვენი ცნობიერება, 
ვერასოდეს მოთავსდება ერთ სივრცეში, 
ვერასოდეს გაიმარჯვებს ბნელი, 
ვერც ნათელი 
და ისევ, 
დაუსრულებლად გაგრძელდება ჭიდილი ორი, 
ორად ორი, 
უბოროტესი 
გენიისა. 
  
                                                                                                  2012.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი