უსათაურო


შემომიღამდა, 
ჯერაც ბნელია ფანჯრები შენი, 
გადაიკარგნენ ლურჯთვალება   ჩემი ფიქრები, 
ისევ შემოხვალ ფეხაკრებით   მოწყენილ გულში 
და დავივიწყებთ, 
სულ ყველაფერს, 
რაც იყო გუშინ. 
...მგონი გათენდა, 
აჟღურტულდა დედა ბეღურა 
და ჩემს სარკმელსაც უცხო განცდამ   ესროლა კენჭი; 
ისევ შემოხვალ 
ფეხაკრებით, 
მყუდრო ოთახში 
და მაგ თითებზე, 
გადამითვლი, 
მზის ამოსუნთქვას. 
  
                        2011

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი