უსათაურო
აღარ მომბეზრდა ეს სიმფონია, აკორდებია მზის ჩასვლის ფერი, სახლის კუთხესთან ზის შავი კატა და ჩემთან ერთად უსმენს ვივალდის. ფეხის ხმა! ოღონდ, რისი თუ ვისი, სადღაც ნათელში, სადღაც წყვდიადში და შეშინებულ სერაფიმების უხმო თავმოყრა ლელიანებში. ვიღაც ტირილით ებრძვის სიცოცხლეს, აკრძალულია სუნთქვა გრძნობათა, ჩემი პონტოს ზღვა ჩემი გულია და თავს დავიხრჩობ ვიცი ამაღამ. გამეტებული უსიტყვობისთვის, მიტოვებული მყავს ანგელოზი და არ მაღელვებს სად გადაივლის, ცრემლებთან ერთად მისი ფიქრები; დაველოდები სხვა საუკუნეს, აღარ ვინდომებ ზეცისდარ თვალებს და აუხსნელი სიყვარულისთვის, მაინც არ ვეტყვი ღმერთს საყვედურებს. აღარ მივდივარ, შევყოვნდი ისევ, უძრაობისგან იშვა სიმშვიდეც და თუ არ ვისმენ, როგორ გავიგო... ან რა უნდა თქვას ახალი ვინმემ. . . . სახლის კუთხესთან, ზის შავი კატა და ჩემთან ერთად, უსმენს ვივალდის. 2012
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი