ჩემს ღამეებში
ციმციმს უმატეს ვარსკვლავებმა და მერამდენედ გავხედე ზეცას იმის შემდეგ, რაც ნაადრევად მოვიდა ღამე მჭმუნვარებისა. ნამს ვაგროვებდი პეშვით ამ დილას და ოქროს სურაში ვასხამდი იმ იმედით რომ უკვდავების წვეთებად იქცეოდა თითოეული... მსაყვედურობენ და არ ვიცი რას, იქნებ მზეს, იქნებ სიცოცხლეს, ან იქნებ წვიმას, უნაზესს, აისისას და დაისისას, სადღაც და ჩემთვის მოსულს მაშინ, როდესაც მინდა. ჩუმად ვიქნები, ოღონდაც ნუ მოხვალთ იქ, სადაც მხოლოდ მე და ის ვართ, გარინდებისფერ სიმფონიებში ისე, როგორც ერთი და როგორც ათასი. ...ჩუმად ვიქნები, ჩუმად ვიქნები და მხოლოდ მასთან, ჩემს ღამეებში. 2012.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი