წვიმა


ეს წვიმა უკვე ნერვებზე წვეთავს,
ჩემი გონება შენგან მთვრალია.
განა ამ წვიმას ღრუბლები ბედავს?
არა! ეს წვიმა შენი ბრალია.
ეს წვიმა უკვე ნერვებზე წვეთავს
და შენ აკლიხარ ამ მწვანე თვალებს.
ათას ღიმილში მხოლოდ შენს ვხედავ,
და ვეღარ ვამჩნევ ირგვლივ მყოფ ქალებს.
ეს წვიმა უკვე ნერვებზე წვეთავს
და ყველა ნერვი შენგან მკვდარია.
ალბათ ყველაფერს ღრუბლები ბედავს,
მაგრამ დღეს წვიმა შენი ბრალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი