უსათაურო


ქარიც დასცინის ჩემ სახლის წინ ჩამდგარ გალავნებს,
ძლივს შემოჭრილან ჩემს სარკმლებში ცხელი სხივები.
ჩემი ცხოვრება ვფიქრობ უკვე არვის ანაღვლებს,
არც შენ და არც სხვას ცრემლნარევი რომ ვაკვირდები.

აღარ გიზიდავს ძველებურად თეთრი ვარდები
და არც იები მორცხვად ბაღში რომ ამოსულან.
ვფიქრობ და ვატყობ, წასასვლელად ვერ ჩავბარგდები,
რადგან ჩემი დრო რა ხანია არც კი მოსულა.

უაზრობა ჩემი გრძნობა,ჩემი ფიქრები,
უკვე არ ვიცი ცხოვრებაში რაღა მანაღვლებს.
ძლივს შემოჭრილან ჩემს სარკმლებში ცხელი სხივები,
ქარიც დასცინის ჩემ სახლის წინ ჩამდგარ გალავნებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი