მთავარია გვწამს
მერე რა რომ გვტკივა, მერე რა რომ გვწვავს, მერე რა რომ სევდა უნუგეშოდ გვჭამს, მერე რა რომ გვცივა, მერე რა რომ გვკლავს, მერე რა რომ ყველამ უღალატა მრწამს, მერე რა რომ განცდა მოერია ფიქრებს, იქნებ ცასაც გაცდა, ოცნებასაც იქნებ. მერე რა რომ ნათელს ვეღარ ვხედავთ ჯერაც მთავარია ვიბრძვით, მთავარია გვჯერა მერე რა რომ შველა არსაიდან არ ჩანს, ჩვენ ხო ერთად ვართ და ერთმანეთი დაგვრჩა! მერე რა რომ გვიჭირს ყოველ წუთს და წამს, მთავარია გვიყვარს, მთავარია გვწამს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
კარგია