შემოდგომა ქუჩაში
ფერებს კარგავს შემოდგომა გულში მოიღუშა დარი ეზოებში ავდარია მთებში კი ბობოქრობს ქარი ჩემს ქუჩაზე წვიმა მოდის ქუჩა არის სევდიანი ქუჩის ბოლოს შეყვარებულს ელოდება ერთი ქალი, წვიმა მოდის ნელა მოდის დარი არის თუ ავდარი სევდამ სევდას მოერია, გულში მოიმატა ბზარი, ფერებს კარგავს შემოდგომა რეცხავს წვიმა ნელა, ნელა ნეტავ ის ქალი ვინ არის ელოდება და თან სჯერა, წვიმამ უფრო მოუმატა ცარიელი ქუჩა წყნარი სევდა ქუჩას მოსდებია, სახლში მარტო მიდის ქალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი