გველვეშაპო


როგორ მინდა რომ ჩამყლაპო გველვეშაპო
შენში მოვკვდე და შენს ტანში განვისვენო
შენს ორგანიზმს მინდა მარად ჩავექსოვო
შენში ჩავდნე, ჩავქრე და შიგ ჩავისვენო.
შენს სიყვარულში მინდა რომ ჩავირუჯო
სანთელივით ჩავიწვა და ჩავიფერფლო
შენს გულს მინდა რომ შიგნიდან მოვეხვიო
მინდა შენში დავრჩე და შენ მოგეფერო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი