დედა ჩემი დედიკო..........


დედა ჩემთვის სიცოცხლეა, 
დანთებული სანთელი
მისი სახე ცრემლიანი 
ჩემთვის წმინდა ხატია
დედამ ფეხზე დაგვაყენა, 
გზა გვიჩვენა ნათელი
დედის გულში სიყვარული 
ჩვენი მარად ანთია
სანთელივით ნელა იწვის, 
მოხუცდება დედიკო
სულ ახლო ხანს ჩემი დედა, 
ახალგაზრდა მხნედ იყო
დღეს ჭაღარა შერევია, 
ნაოჭებიც აჩნია
დედა მიყვარს ძლიერ მიყვარს, 
დედა ჩემი ხატია.
დედას ლექსი დავუწერე, 
მისთვის მიჩუქებია 
დედამ გვასწავლა ცხოვრება, 
დედა ენა ჩვენია
დედა გაიღიმე დედი, 
ნუღარ მოგიწყენია
დადის გარეშე ცხოვრება, 
ვერ წარმოგვიდგენია
დედის ჭაღარა ღიმილი, 
ახალგაზედა თვალები
გული ბევრჯერ დაჭრილი და 
ბევრჯერ ნაიარები
დედის გულში ჩაკირულა 
სიყვარული ჩვენია
ვერავის ეს სიყვარული 
ვერ ამოუგლეჯია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი