თუ კი გათენდა დილა
თუ კი გათენდა დილა მთვარემ იცვალა ფერი ისევ მიჩქარებს სუნთქვა მესმის სურნელი შენი ისევ მიდიხარ სადღაც მე საღამომდის გელი ეს დღე წაიღო ქარმაც მარტოობაა ძნელი როდისღა დაბრუნდები მე სულ შენ გელოდები არ დაილევა გზები მაგრამ ილევა წლები არსად გაგიშვებ აწი მუხლებზე დაგიჯდები მომხვიე წელზე ხელი შენს ხელებში დავდნები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი