წამოდი მთაში


წამოდი მთაში!... 
ფიქრს რად ასე უწყალოდ მისევ
შენ რომ გგონია-იიქ, 
არც ისე ცივი მთებია
იქ ჩემი განვლილი ბავშვობა, 
იწყება ისევ,
ო, როგორ მიყვარს მე მთები ჩემი, მთაში 
თუ გინდა რომ დაიპყრო გული,
გული ჩემი, 
დღეს უშენოდ ცარიელია
მე მთებში გავჩნდი 
მთები მიყვარს 
ვეალერსები,
ასე მშვიდები, დინჯები 
რა საყვარლებია
წამოდი მთაში
ფიქრს რად ასე უწყალოდ მისევ,
ჩემამდის ბევრი გაუვლელი ბილიკებია
ბევრი მდინარე ბობოქარი
გადასალახი,
ტყეები, მთები და გორები 
ჩემი ძმებია,
არ შეუშინდე გადალახე სიძნელეები,
და დაიპყარი 
ახლა გული ცარიელია,
ჩემს სახლამდისაც შენ მოგიყვანს მთის ბილიკები
თან სიყვარულით, 
ჩემთან მოსვლა არც თუ ძნელია.
რა მაგრებია
წამოდი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი