ეკუშა, მზე და მე


ჩვენთან ცუდი ამინდია,
მზემ საერთოდ მიიმალა ეკუშა,
მისი სითბო მე მაკლია
ჩემი გულიც,
ამ სიცივემ შეკუმშა,
ზაფხული ხომ გაგვეპარა
შემოდგომამ შემოცურდა ჩუმადა,
მოდი ეკუშ დამეხმარე,
გადავწყვიტოთ,
მზის ამბავი ძმურადა,
მზე ხან მათბობს, ხან არ მათბობს,
ხან მიღიმის და ხან მოღუშულია,
შეიბრალეთ ჩემი გული,
და გაიგეთ,
რომ ეს სიყვარულია,
ჩემი გული თქვენთან არის
თქვენზე არის გადართული აზრები,
ეკუშ, თუგინდ მაწყენინოთ,
მე არასდროს,
თქვენზე არ გავბრაზდები,
მე თქვენ ვეღარ მიგატოვებთ, 
ავფრინდები ცაში როგორც თოლია
რომ ჩემს მზესთან ახლოს ვიყო,
მივხვდი, ჩემს მზეს,
ჩემთვის სითბო,
სითბო სულ არ ქონია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი