ლამაზი ქალი


შენ ისეთი ლამაზი ხარ 
მეშინია,
შენს თვალებს როგორ შევხედო
გამართულად,
ჩემს თავს ვეღარ ვიმორჩილებ
ამერია,
მიყვარხარ რომ ლამაზი ხარ 
არნახულად,
შენ ისეთი ჭკვიანი ხარ 
და აღზრდილი,
ზრდილობით და ცოდნით სავსე 
დახატული,
ბავშვობიდან მე ქუჩაში ვარ გაზრდილი
შენ კი, 
მამიკოს გოგონა არნახული,
სიყვარული ჩემს წინ გარბის, 
შენსკენ მოდის
მეც მოვყვები
გზა შენამდის რა გრძელია,
მოვალ შემიყვარდი გეტყვი 
მაგრამ როდის?
ლამაზ ქალთან 
გულის გახსნა რა ძნელია,
შენ ისეთი ლამაზი ხარ 
მეშინია,
რომ არ იყო 
შენ ლამაზზე, ლამაზია,
გავბედავდი და გეტყოდი
რომ მიყვარხარ
სიყვარულით 
რაც შენდამი გამაჩნია
რა ვქნა 
შორიდან სიყვარულს ვამჯობინებ
გაგიმხილო უარს მეტყვი
ვერ ავიტან,
რომ მიყვარდი 
წერილით შეგატყობინებ,
შენ სიყვარულს 
მე მიწაში თან ჩავიტან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი