არ დაბრუნდები


ვიცი რომ ჩემთან არ დაბრუნდები,
მოგონებები ლანდად ქრებიან,
შენი დიდრონი მძლავრი მკლავები
თითქოს რა ნაზად მეფერებიან,
როგორც გველივით შემკარი ნელა
და მახრჩობელა მეხვევა წელზე,
თან ნელა მახრჩობს, თან რა კარგია,
ნელი ალერსი ტუჩებით მკერდზე,
შენი თვალები დახუჭულია,
ვერაფერს ხედავ, მიკოცნი სახეს
შენი ტუჩები როგორ თბილია,
ჩემმა ტუჩებმა სითბოთი ნახეს
თითქოს დენინით ნელა მტოკავდა
გრძნობაა თბილი მიჩქარებს გულსა
სუნთქვა თითქოს და ასჯერ აჩქარდა,
თან სიმხურვალე მიხუთავს სულსა,
ხელი გველივით ნელა ჩაცურდა
თითქოს მომწყვიტა რაღაცამ წელში,
ტანით მთლიანად მე მას ჩავბარდი
თან ამიტაცა, ჩიტივით ხელში,
უცებ შევტოკდი, სულ რაღაც წამით
თითქოს ვიყავი ამის ლოდინში
ალბათ დავიბენ, ეს მოხდა ღამით
და მე აღმოვჩნდი მასთან ლოგინში,
დილით გახელა მინდოდა თვალის
მისკენ მინდოდა გადმობრუნება
მივხვდი ჩემს გვერდით ის აღარ არის
და არასოდეს არ დაბრუნდება.
შენ რაც მაჩუქე ისევ წამართვი,
სიყვარული და ბედნიერება,
გულით, მოგენდე და შენ ჩაგბარდი,
მითხარ ვინ მოგცა, ამის უფლება?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი