რუსუდანი


ასე წყნარი, ასე მშვიდი
ლამაზი და თანაც დინჯი
ცოტა მორცხვი,დიდი რიდი,
ჩემს ოცნებებში რომ ვქმნიდი,
თურმე ის რა ახლოს არის
ლერწამივით სწორი ტანის
თან ამაყი, სულით დიდი
მე ვხატავდი,
ვოცნებობდი ჩემთვის ვქმნიდი
არ ვიცნობდი,
და მჯეროდა,
და მჯეროდა მე ამ ქალის,
მისგან სითბო ისე მოდის
როგორც სითბო ცეცხლის ალის
მაყვალივით შავ თვალებში
სიყვარულის კვირტი ყვავის
რატომ მჯერავს მე არ ვიცი?
ალბათ რომ კეთილი არის
გული მე აღარ მიჯერებს
მაგრამ ჯერავს,
ჯერავს მხოლოდ რუსუდანის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი