მინდა ჩაგეხუტო მზეო


მინდა ჩაგეხუტო ხანდახან
თორემ ვეღარა ვძლებ ვერა,
შენი სუნთქვა მესმის ახლოსვარ
ისმის შენი გულის ძგერა,
შენი წამწამების ხამხამის
თბილი ქარი მიქრის ნელა,
მესმის სუნი შენი სურნელის
და შენი თვალების ცქერა,
მინდა ჩაგეხუტო ჩურჩულით
ჩუმად გეტყვი რაც მადარდებს
მესმის შენი გულის ბაქუნი
ჩემიც ლამის ამოვარდეს.
მინდა ჩაგეხუყო ხანდახან
რა ვქნა შემიყვარდი მზეო
შენი უფრო მესმის თანდათან
თანაც როგორ მესმის, მ-ეო!?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი