მე შენთან ყოფნა მინდა


მე შენთან ყოფნა მინდა
რომ შენ გიყურო ქალო
შენ ხარ სუფთა და წმინდა
როგორც ანკარა წყარო,
როგორც ფანტელი ცაში
ისე თეთრი და მჩატე
როგორც წვეთები წვიმის
ისეთი გამჭვირვალე
მე შენთან ყოფნა მინდა
რაღაც მაკლია გულში
მითხარ როდისღა წვიმდა
შენს მზიან გაზაფხულში
სიყვარულს მოსულს ზამთრად
დავიწყებია რთველი,
იმ სიყვარულის ნაცვლად
შენ სხვა სიყვარულს ელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი