ეს ჩემი ფერია
შენ წარმოგიდგინე სხვადასხვა ფერებში კალმით ვერ დაგხატე დაგხატე ლექსებში, დაგხატე მე ჩემით ასოთა ბგერებში ეს ჩემი ფერია რითმების ფერებში, გავრითმავ შენს თვალებს რომელიც მაწვალებს გავრითმავ შენს ტუჩებს შენს ეზოს შენს ქუჩებს შენს სახეს რომელიც მზესავით ანათებს რომელიც მაბნელებს რომელიც მაბრმავებს. სიყვარულს დავხატავ ლექსებად ფერებში და ჩემს გულს მოგართმევ დახატულს, ბგერებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი