ის დარჩა და მე კი წამოვედი


ის დარჩა და მე კი წამოვედი
დღე მძიმე და დაძაბული იყო
მაშინდელი განშორება, ჩხუბი
ეჭვიანი სიყვარული იყო.
ის დარჩა და მე კი წამოვედი
უკან გამოვიჯახუნე კარი
იმ კარს მიღმა დარჩა სიყვარული
და იქ დარჩა საყვარელი ქალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი