ის ქალი


ის ქალი იყო, მხოლოდ ის ქალი
როდესაც ვნახე მივხვდი იმ წამსვე
ის იყო ვისაც რომ დავეძებდი
მთელი ცხოვრება დედამიწაზე
ოხ, ის ცისფერი ზღვასავით ლურჯი
თითქოს შიგ ენთო ცეცხლის ალები
ის ტყვია იყო ჩემი გულისთვის
ცისფერი ლურჯზე ლურჯი თვალები
ვით, დილის ცვარი მწიფე ვიშნაზე
ისე ბზინავდა ტუჩები სველი
მინდოდა ახლოს მივკარებოდი
რომ მასზე ფრთხილად შემეხო ხელი
მაგრამ მე უცებ გონზე მოვედი
მე არ მერგება სხვისია ქალი
მე ჩემს გულს უნდა ვაკმარო ისიც
რომ გამიღიმა მან ერთი წამი.
როგორც მოვიდა ისე წავიდა
თითქოს სიზმარი ვიხილე ღამით
როგორც მაჩუქა ისე წამართვა
ცისფერ თვალებამ ის ერთი წამიც
ნელი ნაბიჯით გვერდს ჩამიარა,
მის თვალებს ვერ გავუსწორე თვალი,
ვისაც ვეძებდი მთელი ცხოვრება
მივხვდი, ეს ქალი იყო ის ქალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი