სიყვარულის ბაღში
სიყვარულის ბაღში რომ შეგეხო მინდა თმის სურნელი შენი გულში შემოფრინდა, მომწონს სახე ნაზი და ფაფუკი თმები შენს ნაწნავის ძირას კოცნით შეგეხები, ყვავილის ფანტელი რომ დაფრინავს ცაში მოდებულა თეთრად წამწამებში, თმაში, სიყვარულის ბაღში ლანდივით გავჩნდები ჩუმად ნელა ყურში ჩაგეჩურჩულები შენ კი ჩაგეძინა, და სიზმრებში დაფრენ მე კი შენ მძინარეს დაგყურებ და ვაფრენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი