მთის ქალო
სახე დამწვარო მზისგანო. მე შენ მიყვარხარ მთის ქალო დამწვარო მზისგანო. . ნისლმა დაფარა მთა ველი ირგვლივ არა ჩანს არაო ის ქალი ღობესთან ვნახე მზისგან როგორ დამწვარაო, ნისლში მოჩანდა შავ შავი ორი მაყვალის თვალიო მეტი შავი არ მინახავს მე იმ თვალებზე შავიო, მივხვდი ჩემს გულს დაეჯახა ის ორი შავი თვალიო და შიგ სიღრმეში შევარდა შეგლიჯა გულის კარიო, სიამოვნება ვიგრძენი დვდივარ როგორც მთვრალიო ქარმაც გაფანტა ნისლი და ცამ მომჭრა მე ბრმად თვალიო, ნისლში თუ მომენატრები გზასა ვერ ხედავს თვალიო მე ღელე შენთან მომიყვანს შენს სახლთან ჩამდინარიო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი