ღმერთო მომეცი ძალა


ღმერთო მომეცი ძალა 
მომეცი ძალა, 
დამისხით ღვინო,
რომ სადღეგრძელო დავლიო თქვენი ქართველო ერო
შენ გვაპატიე, თუ შევცდით რამა, უფალო ჩვენო.
მადლიერი ვართ რომ საქართველო გვარგუნე ჩვენა
რომ ჩვენ პირველმა ავახმიანეთ, 
ულამაზესი ქართული ენა,
რომ ამ მიწაზე დავიბადეთ და
რომ ამ მიწაზე მოვკვდბით ყველა.
ქრისტეს გზით ვივლით, უფალმა დიდმა,
რა გზაც გვიჩვენა,
ესაა ჩვენი საქართველო და 
ქართული ენა,
დიდება ღმერთო, ჩვენო ქვეყანავ,
დიდება შენა.
დაგვლოცე ღმერთო, რომ დავივიწყოთ, 
მტრობა და წყენა
რომ ერთად ვიყოთ საქართველოში, 
მცხოვრები ყველა,
დალოცე ღმერთო, 
საქართველო და ქართული ენა,
დაგვლოცე ყველა, 
გემუდარებით,
დაგვლოცე ყველა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი